მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ბუდაპეშტში მინდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება. 66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს. იგი პირველი წრიდან თავისუფალია. ვაჟას მეტოქე მეორე წრეში დომინიკელ ვანდერ მატეოსა და მოლდოველ ვადიმ ბუნესკუს შორის გამარჯვებული იქნება.

52კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი პირველ წრეში აზერბაიჯანელ გულთაი მამადგულიევას შეხვდება. ამავე წონაში გამოვა მარიამ ჯანაშვილიც და მისი მეტოქე მეორე წრეში მოზამბიკელ ჯასირა ფერეირასა და მონღოლ სოსორბარამ ლხაგვასურენს შორის გაირკვევა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი – 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირის პირველ დღეს ქართველებს არ უასპარეზიათ. მედლები ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 60 კგ.-ში მამაკაცთა შორის რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი იაგო აბულაძე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალში მან გუსმან ყირგიზბაევს წუთსა და 35 წამში სძლია.

ქალებში კი 48 კგ.-ში მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი ნაცუმი ცუნოდა გახდა. ფინალში მან თანამემამულე ვაკანა კოგას ავასატე იპონით დაამარცხა.