მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს სამ წონაში – 57, 74 და 92 კგ კატეგორიებში გამოვლენ ქართველი ფალავნები.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან იჭიდავებენ:

ბექა ბუჯიაშვილი (57კგ), გიორგი სულავა (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ).

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 12:30 საათიდან, ნახევარფინალები კი 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ორი ქართველი – ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) და მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.