მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | თურქეთი-საქართველოს მატჩი ქოჯაელში გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის E ჯგუფში თურქეთს ქოჯაელში შეხვდება – ინფორმაციას თურქული გამოცემა Milli Takımlar-ი ავრცელებს.
მატჩი, რომელიც „ილდიზ ენტეგრე ქოჯაელის“ სტადიონზე გაიმართება, სამშაბათს, 2025 წლის 14 ოქტომბერს, თურქეთის დროით 21:45 საათზე დაიწყება.
ქოჯაელის სტადიონი სპონსორის სახელითაა – „ილდიზ ენტეგრე“. აშენდა, ძირითადად, ფეხბურთისთვის, ქოჯაელის იზმიტის რაიონში. სტადიონი 34 829 მაყურებელს იტევს.
გაიხსნა 2018 წლის 1 სექტემბერს და „ქოჯაელისპორის“ საშინაო სტადიონია. აღსანშნავია, რომ „ილდიზ ენტეგრე ქოჯაელის“ სტადიონი ისტორიაში პირველად უმასპინძლებს მამაკაცებში ეროვნული ნაკრებების მატჩს.