მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მსაჯად იტალიელი ორსატო აღიარეს #1TVSPORT
კატარში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მსაჯად იტალიელი დანიელე ორსატო აღიარეს, რომელიც ჯულიო კამპანატის საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა.
ორსატომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამ მატჩზე იმუშავა – პირველი იყო გახსნის თამაში კატარსა და ეკვადორს შორის, ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის შეხვედრა არგენტინა-მექსიკა და ნახევარფინალი არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის.
ჯულიო კამპანატის პრემია დაარსდა ბრაზილიაში გამართული 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ყოფილი მსაჯის და იტალიის სამსაჯო ასოციაციის პრეზიდენტის, ჯულიო კამპანატის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც 2011 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.
ჯილდო დაწესებულია ასოციაცია „ჯულიო კაპანატის მეგობრების“ და იტალიის სამსაჯო ასოციაციის მილანის განყოფილების მიერ. პრიზი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო მსაჯებს გადაეცემათ.