20-დან 27 სექტემბრის ჩათვლით ბაქო ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ბაქოში პირველობისთვის 129 ქვეყნის 491 ვაჟი და 309 ძიუდოისტი იბრძოლებს. აზერბაიჯანში არ იასპარეზებს სომხეთის ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები, რადგან საორგანოზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა სომხეთის დელეგაციის უსაფრთხოებაზე გარანტიები სრულად ვერ აიღეს.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან ბაქოში უკვე ჩავიდნენ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ზებედა რეხვიაშვილი (81), უშანგი მარგიანი (90) და ვარლამ ლიპარტელიანი (100).
რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს (66), ლაშა შავდათუაშვილს (73) და ბექა ღვინიაშვილს (90) – სამეული აზერბაიჯანის დედაქალაქისკენ გეზს ხვალ აიღებს, ყველაზე ბოლოს კი გუნდს მძიმე წონოსანი გურამ თუშიშვილი შეუერთდება. საქართველოს ქალთა შეჯიბრზე მონაწილე არ ჰყავს.
ხვალ საქართველოს ნაკრების წევრთაგან 60 კგ-ში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იჭიდავებენ.
ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოს ტანვარჯიშის სასახლეში ჩატარდება, რომელიც 2015 წელს პირველი ევროპული თამაშებისთვის აშენდა და სადაც ქართველთაგან ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა იყო პირველი, ვინც პირველ ევროპულ თამაშებზე ტრიუმფით იასპარეზა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.