მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონი ჰოკეიში | საქართველოს ნაკრებმა ისრაელი 7:3 დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის მეორე ტურში ჩვენმა გუნდმა ისრაელის ძლიერი ნაკრები დამაჯერებლად 7:3 (1:2 3:1 3:0) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ისლანდიის ეროვნულ გუნდს 4:1 სძლია. ორი ტურის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდი ხორვატიასთან ერთად პირველ-მეორე ადგილს ინაწილებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:
19 აპრილი, 21:30 | ესპანეთი – საქართველო
21 აპრილი, 18:00 | საქართველო – ხორვატია
22 აპრილი, 14:30 | ავსტრალია – საქართველო