მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები ბელგიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარეობს, პირველ შეხვედრა ბელგიასთან გამართა და 0:1 დამარცხდა.

ეს არის მინი-ფეხბურთის ნაირსახეობა (7×7). ბელგიელებმა ანგარიში მე-6 წუთზე ლაიამ მორეტის საჯარიმო დარტყმით გახსნეს. მატჩის დასრულებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, მაგრამ ჩვენმა გუნდმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა და 0:1 დამარცხდა.

წესით, ეს მეორე ტურის მატჩი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კენიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც გუნდი გათამაშებიდან მოიხსნა. შესაბამისად, ჩვენს ჯგუფში 4 გუნდი დარჩა და საქართველოს ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ პირველი თამაში ამიტომ გამართა.

საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრები ხვალ ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა მასტერლიგის გვერდსა და „მზიურის“ სტადიონზე, ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი.