მსოფლიო ჩემპიონატი | კრიშტიანო რონალდოს ბოლო საჩემპიონო შანსი - H ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი | კრიშტიანო რონალდოს ბოლო საჩემპიონო შანსი - H ჯგუფის წარდგენა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეების წარდგენას H ჯგუფით ვასრულებთ, სადაც პორტუგალიის, ურუგვაის, განისა და სამხრეთ კორეის გუნდები ასპარეზობენ.

 

პორტუგალია ზედიზედ მეექვსედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, საერთოდ კი ეს პორტუგალიელთა მერვე მუნდიალია.

საუკეთესო შედეგი

პორტუგალიის ნაკრების საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე 1966 წელს მოპოვებული ბრინჯაოს მედლებია. ამას გარდა გუნდმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

გზა ყატარამდე

პორტუგალიამ შესარჩევში პირველობა სერბეთს დაუთმო, თავად კი პლეი ოფში ჯერ თურქეთის ნაკრები დაამარცხა, შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონია და მოიპოვა მუნდიალის საგზური.

მწვრთნელი

ფერნანდუ სანტუში პორტუგალიის ნაკრებს 2014 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით პორტუგალიელებმა 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი, მერვედფინალში, ურუგვაისთან წაგების შემდეგ, გამოეთიშნენ ტურნირს.

 

24.11.2022  20:00           პორტუგალია – განა

28.11.2022  23:00           პორტუგალია – ურუგვაი

02.12.2022  19:00           სამხ. კორეა – პორტუგალია

 

მეკარეები
1. რუი პატრისიუ 34 104/0 რომა (იტა)
12. ჟოზე სა 29 0/0 ვულვერჰემპტონი (ინგ)
22. დიოგუ კოშტა 23 7/00 პორტუ
მცველები
2. დიოგუ დალოტი 23 7/2 მანჩესტერ იუნ (ინგ)
3. პეპე 39 128/7 პორტუ
4. რუბენ დიაში 25 39/2 მანჩესტერ სიტი (ინგ)
5. რაფაელ გერეირუ 28 57/3 დორტმუნდი (გერ)
13. დანილო პერეირა 31 63/2 პარი სენ-ჟერმენი (საფ)
19. ნუნუ მენდეში 20 16/0 პარი სენ-ჟერმენი (საფ)
20. ჟოაუ კანსელუ 28 37/7 მანჩესტერ სიტი (ინგ)
24. ანტონიუ სილვა 19 1/0 ბენფიკა
ნახევარმცველები
6. ჟოაუ პალინია 27 15/2 ფულჰემი (ინგ)
8. ბრუნო ფერნანდეში 28 49/11 მანჩესტერ იუნ (ინგ)
14. ვილიამ კარვალიუ 30 75/5 ბეტისი (ესპ)
16. ვიტინია 22 4/0 პარი სენ-ჟერმენი (საფ)
17. ჟოაუ მარიუ 29 53/3 ბენფიკა
18. რუბენ ნევეში 25 32/0 ვულვერჰემპტონი (ინგ)
23. მატეუშ ნუნიეში 24 9/1 ვულვერჰემპტონი (ინგ)
25. ოტავიუ 27 7/2 პორტუ
ფორვარდები
7. კრიშტიანო რონალდო (კ) 37 191/117 მანჩესტერ იუნ (ინგ)
9. ანდრე სილვა 27 52/19 ლაიპციგი (გერ)
10. ბერნარდუ სილვა 28 73/8 მანჩესტერ სიტი (ინგ)
11. ჟოაუ ფელიქსი 23 24/3 ატლეტიკო (ესპ)
15. რაფაელ ლეაუ 23 11/0 მილანი (იტა)
21. რიკარდუ ორტა 28 5/1 ბრაგა
26. გონსალუ რამოში 21 1/1 ბენფიკა

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

განა მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედ ითამაშებს.

საუკეთესო შედეგი

2010 წელს განას შანსი ჰქონდა ისტორია დაეწერა და გამხდარიყო პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც მუნდიალის ნახევარფინალში ითამაშებდა, მაგრამ მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

გზა ყატარამდე

პლეი ოფში განამ ორი მატჩის ჯამში აჯობა ნიგერიას, იმ დროს ჯერ კიდევ მოქმედი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით – 0:0 შინ და 1:1 სტუმრად.

მწვრთნელი

განას ამ ტურნირზე 47 წლის ოტო ადო წვრთნის. მას აქამდე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. ასისტენტად კი სხვადასხვა დროს უმუშავია „ჰამბურგში“, „ნორდსილანდში“ (დანია), დორტმუნდისა და მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“.

 

24.11.2022  20:00           პორტუგალია – განა

28.11.2022  17:00           სამხ. კორეა – განა

02.12.2022  19:00           განა – ურუგვაი

 

მეკარეები
1. ლოურენს ატი-ზიგი 25 10/0 სტ. გალენი (შვეიც)
12. იბრაჰიმ დანლადი 19 0/0 ასანტე კოტოკო
16. აბდულ მანაფ ნურუდინი 23 2/0 ეუპენი (ბელ)
მცველები
2. ტარიკ ლამპტეი 22 1/0 ბრაიტონი (ინგ)
3. დენის ოდოი 34 4/0 ბრიუგე (ბელ)
4. მოჰამედ სალისუ 23 1/0 საუთჰემპტონი (ინგ)
14. გიდეონ მენსა 24 10/0 ოსერი (საფ)
15. ჯოზეფ აიდუ 27 10/0 სელტა (ესპ)
17. ბაბა რაჰმანი 28 47/1 რედინგი (ინგ)
18. დანიელ ამარტეი 27 43/0 ლესტერი (ინგ)
23. ალექსანდერ ჯიკუ 28 18/1 სტრასბური (საფ)
26. ალიდუ სეიდუ 22 2/0 კლერმონი (საფ)
ნახევარმცველები
5. ტომას პარტეი 29 40/14 არსენალი (ინგ)
6. ელიშა ოვუსუ 25 2/0 გენტი (ბელ)
7. აბდულ ფატავუ ისაჰაკუ 18 11/0 სპორტინგი (პორ)
8. დანიელ-კოფი კიერეჰი 26 12/0 ფრაიბურგი (გერ)
11. ოსმან ბუკარი 23 5/1 ცრვენა ზვეზდა (სერ)
13. დანიელ აფრიე 21 1/0 ჰართს ოფ ოაკი
20. მოჰამედ კუდუსი 22 16/4 აიაქსი (ნიდ)
21. სალის აბდულ სამედი 22 0/0 ლანსი (საფ)
22. კამალდინ სულემანა 20 11/0 რენი (საფ)
24. ქამალ სოვა 22 0/0 ბრიუგე (ბელ)
ფორვარდები
9. ჯორდან აიუ 31 82/20 კრ. პალასი (ინგ)
10. ანდრე აიუ (კ) 32 107/23 ალ-სადი (ყატ)
19. ინიაკი უილიამსი 28 2/0 ბილბაო (ესპ)
25. ანტუან სემენიო 22 1/0 ბრისტოლი (ინგ)

მწვრთნელი: ოტო ადო

 

ურუგვაისთვის ეს ზედიზედ მეოთხე, საერთო ჯამში კი მე-14 მსოფლიო ჩემპიონატია.

საუკეთესო შედეგი

ურუგვაი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია, მან მუნდიალი 1930 და 1950 წელს მოიგო, 2010 წელს კი ნახევარფინალამდე მივიდა.

გზა ყატარამდე

კონმებოლის შესარჩევ ჯგუფში ურუგვაიმ მესამე ადგილი მოიპოვა და პირდაპირ გავიდა ყატარის ჩემპიონატზე.

მწვრთნელი

ურუგვაის ნაკრების ერთგვარ სიმბოლოდ ქცეული ოსკარ ტაბარესი, რომელიც 15 წელიწადი წვრთნიდა ნაკრებს, 2021 წლის ბოლოს დიეგო ალონსომ შეცვალა. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ურუგვაის ნაკრებმა საწყისი 7 მატჩიდან 6 მოიგო.

 

24.11.2022  17:00           ურუგვაი – სამხ. კორეა

28.11.2022  23:00           პორტუგალია – ურუგვაი

02.12.2022  19:00           განა – ურუგვაი

 

მეკარეები
1. ფერნანდო მუსლერა 36 133/0 გალათასარაი (თურ)
12. სებასტიან სოსა 36 1/0 ინდეპენდიენტე (არგ)
23. სერხიო როჩეტი 29 8/0 ნასიონალი
მცველები
2. ხოსე ხიმენესი 27 78/8 ატლეტიკო (ესპ)
3. დიეგო გოდინი (კ) 36 159/8 ველესი (არგ)
4. რონალდ არაუხო 23 12/0 ბარსელონა (ესპ)
13. გილიერმო ვარელა 29 9/0 ფლამენგო (ბრა)
16. მატიას ოლივერა 25 8/0 ნაპოლი (იტა)
17. მატიას ვინია 25 26/0 რომა (იტა)
19. სებასტიან კოატესი 32 47/1 სპორტინგი (პორ)
22. მარტინ კასერესი 35 115/4 ლ-ა გელაქსი (აშშ)
26. ხოსე ლუის როდრიგესი 25 0/0 ნასიონალი
ნახევარმცველები
5. მატიას ვესინო 31 62/4 ლაციო (იტა)
6. როდრიგო ბენტანკური 25 51/1 ტოტენჰემი (ინგ)
7. ნიკოლას დე ლა კრუსი 25 17/2 რივერ პლეიტი (არგ)
10. ჯორჯიან დე არასკაეტა 28 40/8 ფლამენგო (ბრა)
14. ლუკას ტორეირა 26 40/0 გალათასარაი (თურ)
15. ფედერიკო ვალვერდე 24 44/4 რეალი (ესპ)
24. აგუსტინ კანობიო 24 3/0 ატ. პარანაენსე (ბრა)
125. მანუელ უგარტე 21 6/0 სპორტინგი (პორ)
ფორვარდები
8. ფაკუნდო პელისტრი 20 7/0 მანჩესტერ იუნ (ინგ)
9. ლუის სუარესი 35 134/68 ნასიონალი
11. დარვინ ნუნიესი 23 13/3 ლივერპული (ინგ)
18. მაქსი გომესი 26 27/4 ტრაბზონი (თურ)
20. ფაკუნდო ტორესი 22 11/0 ორლანდო (აშშ)
21. ედინსონ კავანი 35 133/58 ვალენსია (ესპ)

მწვრთნელი: დიეგო ალონსო

სამხრეთ კორეა ზედიზედ მეათედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მათი დებიუტი მუნდიალებზე 1954 წელს შვეიცარიაში შედგა. 1986 წლიდან კი ყველა ჩემპიონატში აქვს მიღებული მონაწილეობა. ყატარის ჩემპიონატი მათთვის მეტერთმეტე იქნება.

საუკეთესო შედეგი

საუკეთესო შედეგი სამხრეთ კორეას 2002 წელს, საკუათრ ქვეყანაში ჩატარებულ ჩემპიონატზე ჰქონდა, მაშინ სახელგანთქმული ნიდერლანდელი მწვრთნელის გუუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით, კორეამ ნახევარფინალამდე მიაღწია. სხვა შემთხვევაში ჯგუფური ეტაპი მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს გადალახა.

გზა ყატარამდე

სამხრეთ კორეამ შესარჩევში პირველ ჯგუფურ ეტაპზე პირველობა არავის დაუთმო, მეორე ეტაპზე კი, ირანის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა და მოიპოვა ყატარის ჩემპიონატის საგზური.

მწვრთნელი

ოთხი წელია სამხრეთ კორეის ნაკრებს პორტუგალიელი პაულუ ბენტუ წვრთნის. 2014 წელს ის პორტგალიის ნაკრებთან ერთად იყო მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მაშინ ჯგუფიდან ვერ გავიდა.

 

24.11.2022  17:00              ურუგვაი – სამხ. კორეა

28.11.2022  17:00              სამხ. კორეა – განა

02.12.2022  19:00              სამხ. კორეა – პორტუგალია

 

მეკარეები
1. სეუნ-გიუ კიმი 32 67/0 ალ-შაბაბი (ს. არაბ)
12. ბუმ-კეუნ სონგი 25 1/0 ჟეონბუკი
21. ჰიეონ-ვუ ჟო 31 22/0 ულსანი
მცველები
2. იონ-გიუ იუნი 24 4/0 სეული
3. ჟინ-სუ კიმი 30 61/2 ჟეონბუკი
4. მინ-ჟაე კიმი 25 44/3 ნაპოლი (იტა)
14. ჩულ ჰონგი 32 46/1 დაეგუ
15. მუნ-ჰვან კიმი 27 22/0 ჟეონბუკი
19. იან-გვონ კიმი 32 96/6 ულსანი
20. კიუნ-ვონ კვონი 30 28/2 გამბა ოსაკა (იაპ)
23. ტაე-ჰვან კიმი 33 19/0 ულსანი
24. იუ-მინ ჩო 25 4/0 დაჟეონი
ნახევარმცველები
5. ვუ-იან იუნგი 32 66/3 ალ-სადი (ყატ)
6. ინ-ბეომ ჰვანი 26 37/4 ოლიმპიაკოსი (საბ)
7. ჰეონ-მინ სონი (კ) 30 104/35 ტოტენჰემი (ინგ)
8. სეუნ-ჰო პაიკი 25 14/2 ჟეონბუკი
10. ჟაე-სუნ ლი 30 64/9 მაინცი (გერ)
11. ჰი-ჩან ჰვანი 26 49/9 ვულვერჰემპტონი (ინგ)
13. იუნ-ჰო სონი 30 15/0 შანდონგი (ჩინ)
17. სან-ჰო ნა 26 24/2 სეული
18. კან-ინ ლი 21 6/0 მალიორკა (ესპ)
22. ჩან-ჰუნ კვონი 28 42/12 გიმჩეონი
25. ვუ-იეონ ჟეონგი 23 11/2 ფრაიბურგი (გერ)
26. მინ-კიუ სონგი 23 13/1 ჟეონბუკი
ფორვარდები
9. გუე-სუნ ჩო 24 16/4 ჟეონბუკი
16. უი-იო ჰვანი 30 49/16 ოლიმპიაკოსი (საბ)

მწვრთნელი: პაულუ ბენტუ (პორტუგალია)