განვაგრძობთ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფების წარდგენას. ამჯერად B ჯგუფის გუნდებს გაგაცნობთ, სადაც თავი მოიყარეს ინგლისის, ირანის, აშშ-ისა და უელსის ნაკრებებმა.
ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეთექვსმეტედ ითამაშებს. ბოლო მუნდიალზე (2018 წელს) გარეთ საუთგეიტის გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე
ინგლისელების საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე 1966 წელს, სამშობლოში მოპოვებული ჩემპიონობაა. იქიდან მოყოლებული მათ ფინალში აღარ უთამაშიათ.
გზა კატარამდე
შესარჩევ ჯგუფში ინგლისის ნაკრების მეტოქეები პოლონეთი, ალბანეთი და უნგრეთი იყვნენ. საუთგეიტის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი წაუგებლად გაიარა (10 თამაში, 8 მოგება, 2 ფრე) და პირდაპირ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე.
მწვრთნელი
2016 წლიდან ინგლისის ნაკრებს გარეთ საუთგეიტი წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ინგლისი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში ხორვატიასთან დამატებით დროში დამარცხდა, შემდეგ კი მესამე ადგილისთვის მატჩიც წააგო ბელგიის ნაკრებთან.
2021 წელს საუთგეიტის გაწვრთნილი გუნდი ახლოს იყო ტიტულთან, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან.
21.11.2022 17:00 ინგლისი – ირანი
25.11.2022 23:00 ინგლისი – აშშ
29.11.2022 23:00 უელსი – ინგლისი
მეკარეები | |||
1. ჯორდან პიკფორდი | 28 | 45/0 | ევერტონი |
13. ნიკ პოუპი | 30 | 10/0 | ნიუკასლი |
23. აარონ რემსდეილი | 24 | 3/0 | არსენალი |
მცველები | |||
2. კაილ უოკერი | 32 | 70/0 | მანჩესტერ სიტი |
3. ლუკ შოუ | 27 | 23/3 | მანჩესტერ იუნ |
5. ჯონ სტოუნზი | 28 | 59/3 | მანჩესტერ სიტი |
6. ჰარი მაგუაირი | 29 | 48/7 | მანჩესტერ იუნ |
12. კირან ტრიპიერი | 32 | 37/1 | ნიუკასლი |
15. ერიკ დაიერი | 28 | 47/3 | ტოტენჰემი |
16. კონორ კოუდი | 29 | 10/1 | ევერტონი |
18. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი | 24 | 17/1 | ლივერპული |
21. ბენ უაიტი | 25 | 4/0 | არსენალი |
ნახევარმცველები | |||
4. დეკლან რაისი | 23 | 34/2 | ვესტ ჰემი |
8. ჯორდან ჰენდერსონი | 32 | 70/2 | ლივერპული |
14. კელვინ ფილიპსი | 26 | 23/0 | მანჩესტერ სიტი |
19. მეისონ მაუნტი | 23 | 32/5 | ჩელსი |
22. ჯუდ ბელინგემი | 19 | 17/0 | დორტმუნდი (გერ) |
25. ჯეიმს მედისონი | 26 | 1/0 | ლესტერი |
26. კონორ გალაჰერი | 22 | 4/0 | ჩელსი |
ფორვარდები | |||
7. ჯეკ გრილიში | 27 | 24/1 | მანჩესტერ სიტი |
9. ჰარი კეინი (კ) | 29 | 75/51 | ტოტენჰემი |
10. რაჰიმ სტერლინგი | 27 | 79/19 | ჩელსი |
11. მარკუს რეშფორდი | 25 | 46/12 | მანჩესტერ იუნ |
17. ბუკაიო საკა | 21 | 20/4 | არსენალი |
20. ფილ ფოდენი | 22 | 18/2 | მანჩესტერ სიტი |
24. კალუმ უილსონი | 30 | 4/1 | ნიუკასლი |
მწვრთნელი: გარეტ საუტგეიტი
ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს. წინა ხუთ შემთხვევაში ჯგუფური ეტაპი არ გადაულახავს.
გზა კატარამდე
ირანმა შესარჩევ ჯგუფში 10-დან 8 თამაში მოიგო და პირდაპირ მოხვდა ფინალურ ეტაპზე.
მწვრთნელი
მიმდინარე წლის 7 სექტემბერს ირანის ნაკრების მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი სპეციალისტი კარლუშ კეირუში დაინიშნა. ის ირანის ნაკრებში ერთხელ უკვე მუშაობდა 2011-19 წლებში, მისი ხელმძღვანელობით ირანელებმა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე (2014, 2018) და აზიის თასზე (2015) ითამაშეს.
კეირუშამდე ნაკრებს დრაგან სკოჩიჩი წვრთნიდა, რომელიც გუნდს სათავეში 2020 წელს ჩაუდგა. მისი მწვრთნელობისას ირანის ნაკრებმა წარმატებით გადალახა შესარჩევი ეტაპი, 10 თამაშში 25 ქაულა დააგროვა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებზე ირანის ნაკრების საუკეთესო შედეგია.
21.11.2022 17:00 ინგლისი – ირანი
25.11.2022 14:00 უელსი – ირანი
29.11.2022 23:00 ირანი – აშშ
მეკარეები | |||
1. ალირეზა ბეირანვანდი | 30 | 52/0 | პერსეპოლისი |
12. პეიამ ნიაზმანდი | 27 | 1/0 | სეპაჰანი |
22. ამირ აბედზადე | 29 | 11/0 | პონფერადინა (ესპ) |
24. ჰოსეინ ჰოსეინი | 30 | 6/0 | ესტეგლალი |
მცველები | |||
2. სადეგ მოჰარამი | 26 | 21/0 | დინამო (ხორ) |
3. ეჰსან ჰაჯსაფი (კ) | 32 | 121/7 | აეკ (საბ) |
4. შოჯაე ხალილზადე | 33 | 25/1 | ალ-აჰლი (კატ) |
5. მილად მოჰამადი | 29 | 45/1 | აეკ (საბ) |
8. მორთეზა პურალიგანჯი | 30 | 46/3 | პერსეპოლისი |
13. ჰოსეინ ქანაანი | 28 | 35/2 | ალ-აჰლი (კატ) |
15. რუზბეჰ ჩეშმი | 29 | 19/1 | ესტეგლალი |
19. მაჯიდ ჰოსეინი | 26 | 18/0 | ქაისერი (თურ) |
23. რამინ რეზაეიანი | 32 | 46/2 | სეპაჰანი |
25. აბოლფაზლ ჯალალი | 24 | 3/0 | ესტეგლალი |
ნახევარმცველები | |||
6. საეიდ ეზათოლაჰი | 26 | 47/1 | ვეილე (დან) |
7. ალირეზა ჯაჰანბახში | 29 | 64/13 | ფეიენოორდი (ნიდ) |
11. ვაჰიდ ამირი | 34 | 68/2 | პერსეპოლისი |
14. სამან გოდოსი | 29 | 33/2 | ბრენტფორდი (ინგ) |
16. მეჰდი თორაბი | 28 | 36/6 | პერსეპოლისი |
17. ალი გოლიზადე | 26 | 26/6 | შარლერუა (ბელ) |
18. ალი ქარიმი | 28 | 13/0 | ქაისერი (თურ) |
21. აჰმად ნუროლაჰი | 29 | 26/3 | შაბაბი (საამ) |
ფორვარდები | |||
9. მეჰდი თარემი | 30 | 60/28 | პორტუ (პორ) |
10. ქარიმ ანსარიფარდი | 32 | 94/29 | ომონია (კვიპ) |
20. სარდარ აზმუნი | 27 | 65/41 | ლევერკუზენი (გერ) |
მწვრთნელი: კარლუშ კეირუში
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეთერთმეტედ ითამაშებს.
საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატებზე
პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკამ 1930 წელს ითამაშა და მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო 2002 წელს მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.
გზა კატარამდე
კონკაკაფის ზონის შესარჩევ ეტაპზე ამერიკამ და კოსტა რიკამ ჯგუფში თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებით მესამე ადგილზე ამერიკელები გავიდნენ და კატარის საგზური პირდაპირ მოიპოვეს.
მწვრთნელი
გრეგ ბერჰალტერი აშშ-ის ნაკრებში 2018 წლიდან მუშაობს. ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს კონკაკაფის ერთა ლიგა და „ოქროს თასი“.
21.11.2022 23:00 აშშ – უელსი
25.11.2022 23:00 ინგლისი – აშშ
29.11.2022 23:00 ირანი – აშშ
მეკარეები | |||
1. მეტ ტერნერი | 28 | 20/0 | არსენალი (ინგ) |
12. იტან ჰორვატი | 27 | 8/0 | ლუტონი (ინგ) |
25. შონ ჯონსონი | 33 | 10/0 | ნიუ იორკ სიტი |
მცველები | |||
2. სერჟინიო დესტი | 22 | 19/2 | მილანი (იტა) |
3. უოკერ ციმერმანი | 29 | 33/3 | ნეშვილი |
5. ენტონი რობინსონი | 25 | 29/2 | ფულჰემი (ინგ) |
13. ტიმ რიმი | 35 | 46/1 | ფულჰემი (ინგ) |
15. აარონ ლონგი | 30 | 29/3 | ნ-ი რედ ბულსი |
18. შაკ მური | 26 | 15/1 | ნეშვილი |
20. კემერონ კარტერ-ვიკერსი | 24 | 11/0 | სელტიკი (შოტ) |
22. დეანდრე იედლინი | 29 | 75/0 | ინტერ მაიამი |
26. ჯო სკალი | 19 | 3/0 | გლადბახი (გერ) |
ნახევარმცველები | |||
4. ტაილერ ადამსი | 23 | 32/1 | ლიდსი (ინგ) |
6. იუნუს მუსა | 19 | 19/0 | ვალენსია (ესპ) |
8. უესტონ მაკენი | 24 | 37/9 | იუვენტუსი (იტა) |
14. ლუკა დე ლა ტორე | 24 | 12/0 | სელტა (ესპ) |
17. კრისტიან როლდანი | 27 | 32/0 | სიეტლი |
23. კელინ აკოსტა | 27 | 53/2 | ლოს ანჯელესი |
ფორვარდები | |||
7. ჯოვანი რეინა | 20 | 14/4 | დორტმუნდი (გერ) |
9. ხესუს ფერეირა | 21 | 15/7 | დალასი |
10. კრისტიან პულიშიჩი | 24 | 52/21 | ჩელსი (ინგ) |
11. ბრენდენ აარონსონი | 22 | 24/6 | ლიდსი (ინგ) |
16. ჯორდან მორისი | 28 | 49/11 | სიეტლი |
19. ჰეიჯი რაითი | 24 | 3/1 | ანტალია (თურქეთი) |
21. ტიმოტი ვეა | 22 | 25/3 | ლილი (საფ) |
24. ჯოშ სარჯენტი | 22 | 20/5 | ნორვიჩი (ინგ) |
მწვრთნელი: გრეგ ბერჰალტერი
უელსის ნაკრებისთვის ეს ისტორიაში მეორე მსოფლიო ჩემპიონატია.
საუკეთესო შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატებზე
უელსმა მუნდიალზე პირველად 1958 წელს ითამაშა და მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდა.
გზა კატარამდე
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად უელსს პლეი ოფში თამაში დასჭირდა. ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ავსტრიის ნაკრებს მოუგო 2:1, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინა დაამარცხა 1:0.
მწვრთნელი
უელსის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რობერტ პეიჯი მთავარ მწვრთნელად გუნდიდან რაიან გიგზის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. პეიჯის ხელმძღვანელობით 2021 წელს უელსის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა, სადაც დანიის ნაკრებთან 0:4 დამარცხდა.
21.11.2022 23:00 აშშ – უელსი
25.11.2022 14:00 უელსი – ირანი
29.11.2022 23:00 უელსი – ინგლისი
მეკარეები | |||
1. უეინ ჰენესი | 35 | 106/0 | ნოტინგემი (ინგ) |
12. დენი უორდი | 29 | 26/0 | ლესტერი (ინგ) |
21. ადამ დევისი | 30 | 3/0 | შეფილდი (ინგ) |
მცველები | |||
2. კრის განტერი | 33 | 109/0 | უიმბლდონი (ინგ) |
3. ნეკო უილიამსი | 21 | 23/2 | ნოტინგემი (ინგ) |
4. ბენ დევისი | 29 | 74/1 | ტოტენჰემი (ინგ) |
5. კრის მეფამი | 25 | 33/0 | ბორნმუთი (ინგ) |
6. ჯო როდონი | 25 | 30/0 | რენი (საფ) |
14. კონორ რობერტსი | 27 | 41/3 | ბარნლი (ინგ) |
15. იტან ამპადუ | 22 | 37/0 | სპეცია (იტა) |
17. ტომ ლოკიერი | 27 | 14/0 | ლუტონი (ინგ) |
24. ბენ კაბანგო | 22 | 5/0 | სუონსი |
25. რუბინ კოლვილი | 20 | 7/1 | კარდიფი |
ნახევარმცველები | |||
7. ჯო ალენი | 32 | 72/2 | სუონსი |
8. ჰარი უილსონი | 25 | 39/5 | ფულჰემი (ინგ) |
10. აარონ რემზი | 31 | 75/20 | ნიცა (საფ) |
16. ჯო მორელი | 25 | 30/0 | პორტსმუტი (ინგ) |
18. ჯონი უილიამსი | 29 | 33/2 | სუინდონი (ინგ) |
22. სორბა ტომასი | 23 | 6/0 | ჰადერსფილდი (ინგ) |
23. დილან ლევიტი | 22 | 13/0 | დანდი იუნ (შოტ) |
26. მეტიუ სმიტი | 22 | 19/0 | მილტონი (ინგ) |
ფორვარდები | |||
9. ბრენან ჯონსონი | 21 | 15/2 | ნოტინგემი (ინგ) |
11. გარეტ ბეილი (კ) | 33 | 108/40 | ლოს ანჯელესი (აშშ) |
13. კიფერ მური | 30 | 28/9 | ბორნმუთი (ინგ) |
19. მარკ ჰარისი | 23 | 5/0 | კარდიფი |
20. დანიელ ჯეიმსი | 25 | 38/5 | ფულჰემი (ინგ) |
მწვრთნელი: რობ პეიჯი