მსოფლიო ჩემპიონატი | გერმანიის ნაკრები პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში პირველი სენსაცია დაფიქსირდა – გერმანიის ნაკრები პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხდა (1:1, 1:1, 3:4) და მუნდიალს გამოეთიშა.
ანგარიში პარაგვაის ნაკრებმა გახსნა და პირველი ტაიმი სამხრეთამერიკელების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარაში გერმანელებმა თამაშის გადასარჩენად დიდი ძალებით შეუტიეს, ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
მერვედფინალისტი ვერც დამატებითი ტაიმების შემდეგ გახდა ცნობილი და მიმდინარე მუნდიალზე პირველად, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო ზუსტად პარაგვის ფეხბურთელებმა შეასრულეს და დამსახურებულად მოიპოვეს მერვედფინალის საგზური, სადაც ისინი საფრანგეთისა და შვედეთის მატჩში გამარჯვებულს შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, გერმანიის ნაკრებმა პენალტების სერია პირველად წააგო.
