მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალში გავიდა, სადაც პარაგვაის შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

02:55, 01.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი მერვედფინალური წყვილი გამოვლინდა – საფრანგეთის ნაკრებმა შვედეთი 3:0 დაამარცხა და პარაგვაის ნაკრებს შეხვდება.

ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გამართულ მატჩში ფრანგები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნეს. მათ შორის ერთ შემთხვევაში მაიკლ ოლისე ახლოს იყო ულამაზესი გოლის გატანასთან, მაგრამ მისი დარტყმული მაკრატელა ძელს მოხვდა.

გოლი კი ტაიმის მიწურულს კილიან მბაპემ გაიტანა, რომელმაც საჯარიმოში მცველები ცრუმოძრაობებით ჩამოიშორა და შორეული კუთხეში დაარტყა. მეორე ტაიმში მბაპემ დუბლი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-18 გოლი გაიტანა, გადაასწრო გერმანელ მიროსლავ კლოზეს (16), ხოლო საუკეთესო ბომბარდირ ლიონელ მესის (19) კი ერთი გოლით ჩამორჩება.

საფრანგეთის ნაკრები მეორე ტაიმშიც სრულად აკონტროლებდა თამაშს და დამსახურებულად მოიპოვა მერვედფინალის საგზური, რომელიც 5 ივლისს, 01:00 საათზე გაიმართება – ფრანგების მეტოქე კი პარაგვაის ნაკრები იქნება.

საფრანგეთი – შვედეთი 3:0

1:045′მბაპე
2:053′ბარკოლა
3:074′მბაპე

მსგავსი