მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მექსიკა და სამხრეთ აფრიკა პლეიოფში გავიდნენ – პირველი მეთექვსმეტედფინალური წყვილიც ცნობილია [ვიდეო] #1TVSPORT

06:55, 25.06.2026

მექსიკის ნაკრებმა A ჯგუფში გამოსვლა სამიდან სამი მოგებით დაასრულა – ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა მესამე ტურის შეხვედრაში ჩეხეთი 3:0 დაამარცხა, 9 ქულა მოიპოვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ამ შეხვედრაში ღირშესანიშნავი ფაქტი მოხდა – მექსიკელთა შემადგენლობაში ითამაშა მეკარე გილერმე ოჩოამ (შეცვლაზე შევიდა), რომლისთვისაც ეს მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში სამხრეთ აფრიკამ სამხრეთ კორეას 1:0 სძლია და პლეიოფში მეორე ადგილით გავიდა.

მესამე ადგილი სამხრეთ კორეამ დაიკავა და დარჩენილი მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, მოხვდება თუ არა 12-დან იმ 8 საუკეთესო გუნდს შორის, რომლებიც პლეიოფში გააგრძელებენ ბრძოლას.

ჩეხეთის ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი 1/16-ფინალური წყვილიც გამოვლინდა – 28 ივნისს, 23:00 სათზე, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და კანადის ნაკრებები შეხვდებიან.

ჩეხეთი – მექსიკა 0:3

0:155′ჩავეს გარსია 
0:261′კინიონესი 
0:390′ფიდალგო 

სამხრეთ აფრიკა – სამხრეთ კორეა 1:0

1:063მესეკო
A ჯგუფი
ბშ
  • 1
    მექსიკა მექსიკა
    3
    3
    0
    0
    6
    9
  • 2
    სამხრეთ აფრიკა სამხრეთ აფრიკა
    3
    1
    1
    1
    -1
    4
  • 3
    სამხრეთ კორეა სამხრეთ კორეა
    3
    1
    0
    2
    -1
    3
  • 4
    ჩეხეთი ჩეხეთი
    3
    0
    1
    2
    -4
    1

მსგავსი