მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ლიონელ სკალონი – მეტოქე უკეთესი იყო და უნდა დავაფასოთ, რადგან მსოფლიო ჩემპიონობა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხების (0:1) შემდეგ არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მეტოქის უპირატესობა აღიარა.
„დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ვიცი, რომ მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ბევრი რამ მაქვს სათქმელი, თუ როგორ მოვედით აქამდე, მაგრამ აღარ ღირს. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ბიჭებს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისა და ბოლომდე ბრძოლისთვის.
ესპანეთი უკეთესი იყო, ეს სიმართლეა. ვაფასებ, რაც მათ გააკეთეს ჩემპიონობის მოსაპოვებლად. ჩვენ შესანიშნავები ვართ გამარჯვების დროს, თუმცა ვაჩვენეთ, რომ ღირსეულად წაგებაც შეგვიძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრს დავივიწყებთ, რაც ფინალში გასასვლელად გავაკეთეთ“.