მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | K ჯგუფში პირველი ადგილი კოლუმბიამ დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT
ლოგიკური შედეგით დასრულდა შეხვდრები K ჯგუფში. პირველ ადგილზე კოლუმბია გავიდა, მეორეზე – პორტუგალია, მესამეზე – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო დებიუტანტმა უზბეკეთმა მუნდიალი მოგების გარეშე დაასრულა.
ბოლო ტურში პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ კოლუმბია და პორტუგალია. ფრე სამხრეთამერიკელებს აძლევდა ხელს, თუმცა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის. თავის მხრივ, პორტუგალიაც მწვავედ უტევდა, თუმცა გოლი არ გასულა – 0:0.
უზბეკეთისა და კონგოს მატჩში ანგარიში აზიელებმა გახსნეს. ეს მეათე წუთზე შომუროდოვმა გააკეთა, თუმცა 68-წუთიდან აფრიკელთა უპირატესობა გოლებში გარდაისახა: 68-ე და 90+1 წუთებზე გოლები ვისამ გაიტანა, 78-ზე მაიელემ აიღო უზბეკეთის ნაკრების კარი. შედეგად, კონგომ 3:1 მოიგო და მესამე ადგილით პლეი ოფში გავიდა.
პორტუგალია მეთექვსმეტედფინალში ხორვატიას შეხვდება, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – ინგლისს, ხოლო კოლუმბია – განას.