მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | იულიან ნაგელსმანი – მატჩის შემდეგ გასახდელში დიდი იმედგაცრუება იგრძნობოდა #1TVSPORT

13:41, 30.06.2026

მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში პარაგვაის ნაკრებთან პენალტების სერიაში წაგება მტკივნეული აღმოჩნდა გერმანიის ნაკრების მწვრთნელისა და ფეხბურთელებისთვის. მართალია, ბუნდესგუნდი ტურნირის მოგების ფავორიტად არ მიიჩნეოდა, მაგრამ 1/16-ფინალიდან გამოვარდნა მაინც დიდი მოულოდნელობა იყო.

„მატჩის შემდეგ ჩვენს გასახდელში დიდი იმედგაცრუება იგრძნობოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფეხბურთში ასეც ხდება. შეგვეძლო, საჯარიმოში გაცილებით აგრესიულად გვემოქმედა და საქმე პენალტების სერიამდე ​არ მიგვეყვანა, მაგრამ ჩვენი თავდამსხმელები ძალიან ნელა მოქმედებდნენ“, – თქვა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა.

„სიტყვები არ მყოფნის და არც ვიცი, რა ვილაპარაკო, მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია. ეს ჩემი მეორე მსოფლიო ჩემპიონატია და ორივე უშედეგოდ დასრულდა. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე ტურნირზე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ყოველთვის რაღაც დაგვაკლდა, დღესაც ასე იყო. ახლა კარგად უნდა გავაანალიზოთ მომხდარი და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“, – ეს გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის, კაი ჰავერტცის სიტყვებია.

მსგავსი