მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ინგლისი ჯგუფში პირველია, პელიოფში განა და ხორვატიაც გავიდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
L ჯგუფში ინგლისის ნაკრები ჯგუფის აუტსაიდერს, პანამის ნაკრებს შეხვდა, 2:0 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
პანამამ მეტოქეს წინააღმდეგობა პირველ ნახევარში გაუწია, ინგლისელებსაც გაუჭირდათ მათ კართან სახიფათო მომენტების შექმნა, შედეგად, ტაიმი 0:0 დასრულდა.
თუმცა, მეორე ნახევარში თომას ტუხელის გუნდმა მაინც შეძლო მეტოქის გატეხვა – ანგარიში ჯუდ ბელინგემმა გახსნა, რამდენიმე წუთში ჰარი კეინმა მეორეც გაიტანა და, ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში ხორვატიის ნაკრები განასთან პირველ ტაიმში სუჩიჩის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდა. მეორე ტაიმში ლუკასენმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის ბოლოს კი ვლასიჩმა მეორედაც შეძლო განელთათვის გოლის გატანა, ხორვატიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 1/16-ფინალში კოლუმბიას ან პორტუგალიას დაუპირისპირდება.