მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ჰარი კეინი – მთავარი ამ ბარიერის გადალახვა იყო​ #1TVSPORT

01:05, 02.07.2026

ჰარი კეინმა კომენტარი გააკეთა ინგლისისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებების შეხვედრაზე, რომელშიც ბრიტანელები მარცხდებოდნენ, თუმცა მისი დუბლით 2:1 მოიგეს და მერვედფინალში გავიდნენ.

„ეს საოცარია, რთული თამაში იყო, ძლიერი მეტოქე გვყავდა. წყლის შესვენების შემდეგ ბევრად უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქის მეკარემ რამდენჯერმე წარმოუდგენელი დარტყმა მოიგერია.

მთავარი ამ ბარიერის გადალახვა იყო. ჩვენ ისე ვართ, როდესაც მეტოქეს გამარჯვება ძალით უნდა გამოგლიჯო. დღეს ზუსტად ეს გავაკეთეთ“, – განაცხადა ინგლისის ნაკრების კაპიტანმა.

თომას ტუხელი, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „თამაში ცუდად დაიწყო, ჩვენი კარისკენ პირველივე დარტყმას გოლი მოჰყვა. შემდეგ კიდევ უფრო გაგვიჭირდა. პაუზის შემდეგ თამაშის გაკონტროლება შევძელით. საბოლოოდ, დიდი ძალისხმევა გავიღეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ეს მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ – საქმე თუ რთულდება, მთავარია მოთმინება და რწმენა არ დავკარგოთ“.

მსგავსი