მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ეკვადორმა გერმანია დაამარცხა და პლეიოფში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფში მესამე ტურის მატჩების შემდეგ, პლეიოფში თამაშის უფლება გერმანიის ნაკრებთან ერთად, კოტ დ’ივუარისა და ეკვადორის ნაკრებებმა მოიპვეს.
გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა და ორივე იძულებითი იყო – ნიკო შლოტერბეკისთვის მუნდიალი დასრულდა და მის ნაცვლად სასტარტოში ანტინიო რუდიგერი გამოჩნდა, ხოლო ასევე ტრავმირებული ნათანიელ ბრაუნის ნაცვლად, ნაგელსმანი დავიდ რაუმს ენდო.
საწყის 10 წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს, ლეროი სანეს ზუსტ დარტმას ეკვადორელთაგან ნილსონ ანგულომ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა.

ეკვადორს პლეიოფში გასასვლელად მოგება აუცილებლად სჭირდებოდა, მეორე ტაიმში დიდი ძალებით შეუტია და შედეგიც მიიღო – კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე გონსალო პლატამ ყველას დაასწრო და ეკვადრს პლეიოფის საგზური მოუტანა.
ამ ჯგუფის მეორე მატჩში კოტ დ’ივუარმა აუტსაიდერი კურასაო 2:0 დაამარცხა და მეორე ადგილზე გავიდა.
ეკვადორი – გერმანია 2:1
კურასაო – კოტ დ’ივუარი 0:2