მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | დიდიე დეშამი – უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანეთთან შეხვედრაში საკუთარ დონეს ჩამოვრჩით​ #1TVSPORT

12:12, 15.07.2026

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან წაგებული (0:2) მატჩი შეაფასა.

დიდიე დეშამი – „ჩემი მოთამაშეები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან სხვა მიზნები გვქონდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანეთთან შეხვედრაში საკუთარ დონეს ჩამოვრჩით. მეტოქე თამაშს აკონტროლებდა, რაც, პირველ რიგში, ჩვენი ბრალია. შეცდომები დავუშვით, შეტევაში ვერ ვიყავით სახიფათოები და ვერც საგოლე მომენტები შევქმენით. ეს არის რეალობა, თუნდაც ის მტკივნეული იყოს.

თუ რამე კრიტიკულს ვიტყვი, ჩათვლიან, რომ წაგების გამო ვსაუბრობ ასე, მაგრამ გეკითხებით: დღეს მსაჯს ჰქონდა იმდენი კომპეტენცია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ემსაჯა? პენალტის ეპიზოდზე არაფერს ვიტყვი, დარღვევა იყო, მაგრამ მთლიანობაში არბიტრმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ამ კითხვას სწორედ ამიტომ ვსვამ“.

კილიან მბაპე – „ეს უდიდესი იმედგაცრუებაა. ჩვენი ოცნება ფინალში გასვლა იყო, შეგვეძლო ისტორიის შექმნა, მაგრამ რეალობა უნდა მივიღოთ. ცხოვრება გრძელდება, ახლა ძალები უნდა მოვიკრიბოთ, დავისვენოთ და მომავალზე ვიფიქროთ“.

მსგავსი