მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ჩემპიონის ვინაობა ვერც ძირითად დროში გამოვლინდა #1TVSPORT

01:15, 20.07.2026

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა ეთამაშებიან.

ფინალამდე ესპანეთს ერთადერთი გოლი ჰქონდა გაშვებული, არგენტინას – ყველა მატჩი მოგებული. მოედანზე მუნდიალის ორი საუკეთესო გუნდია, შესაბამისად, მატჩიც საკმარისზე მეტად დაძაბული და ფრთხილია – ორივე გუნდის მთავარი ამოცანა გოლის არგაშვებაა.

შედეგიც სახეზეა – 90 ქუთი ისე ამოიწურა, გოლი არ გასულა – 0:0. მატჩი ექსტრა ტაიმში გადავიდა. დამატებით დროს არგენტინა 10 ფეხბურთელით თამაშობს – მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში წითელი ბარათი მიიღო ენცო ფერნანდესმა.

საინტერესო პარალელი: მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატიც ამერიკაში ჩატარდა, მაშინაც ძალიან ცხელოდა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი ბრაზილიამ იტალია დაამარცხა და მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა.

მსგავსი