მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | არგენტინა VS ესპანეთი – პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა #1TVSPORT
ისტორიაში ყველაზე მარათონული მსოფლიო ჩემპიონატი ფინიშის ხაზზე გავიდა – საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს არგენტინა და ესპანეთი ეთამაშებიან.
მატჩი ისტ რუტერფორდში, „მეტლაიფ სტადიუმზე“ მიმდინარეობს. მოედანზე მზე საკმარისზე მეტად მცხუნვარეა, თუმცა საქმე მსოფლიო ჩემპიონობასთან გვაქვს, ორივე ნაკრები ტიტულთან ერთი ხელის გაწვდენაზეა და გუნდები თავს არ ზოგავენ.
პირველ ტაიმში ბურთს უმეტესად ესპანელები აკონტროლებდნენ, მეტი მომეტიც მათ შექმნეს, თუმცა საწყის 45 წუთში გოლი არ გასულა.