მსოფლიო ჩემპიონატების ბომბარდირები - გამარჯვებულებში რვაბურთიანი სხვაობაა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატებზე ზოგიერთი ბომბარდირი გასაოცარ შედეგიანობას აჩვენებდა, რამდენჯერმე კი გამარჯვებულს ცოტა გოლი ჰქონდა გატანილი. საუკეთესო და უარეს შედეგებში შორის კი 8-გოლიანი სხვაობაა.
ყველაზე შედეგიანი მუნდიალების ისტორიაში ჟუსტ ფონტენი იყო – ფრანგმა თავდამსხმელმა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირობა ტურნირის 6 მატჩში გატანილი 13 გოლით მოიპოვა. მსგავსი შედეგი არავის არ უჩვენებია.
მუნდიალების ბომბარდირთა ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 1934 და 2006 წლების ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლეებს ჰქონდათ – პირველ შემთხვევაში ჩეხოსლოვაკიის ნაკრების თავდამსხმელმა ოლდრიხ ნეედლმა იმარჯვა, მეორედ გერმანიის ნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ – ორივემ ბომბარდირობა 5 გოლით მოიპოვა.
ყველა ბომბარდირი
1930 – გილერმო სტაბილე 8
1934 – ოლდრიხ ნეედლი 5
1938 – ლეონიდასი 7
1950 – ადემირი 8
1954 – სანდორ კოჩიში 11
1958 – ჟუსტ ფონტენი 13
1962 – გარინჩა, ვავა, ლეონელ სანჩესი, დრაჟან ერკოვიჩი 6-6
1966 – ეუსებიო 9
1970 – გერდ მიულერი 10
1974 – გჟეგორჟ ლატო 7
1978 – მარიო კემპესი 6
1982 – პაოლო როსი 6
1986 – გარი ლინეკერი 6
1990 – სალვატორ სკილაჩი 6
1994 – ჰრისტო სტოიჩკოვი, ოლეგ სალენკო 6-6
1998 – დავორ შუკერი 6
2002 – რონალდუ 8
2006 – მიროსლავ კლოზე 5
2010 – დავიდ ვილია 7, უესლი სნეიდერი 7, დიეგო ფორლანი 7
2014 – ხამეს როდრიგესი 6
2018 – ჰარი კეინი 6
2022 – კილიან მბაპე 8
მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო შედეგები
1958 – ჟუსტ ფონტენი 13
1954 – სანდორ კოჩიში 11
1970 – გერდ მიულერი 10
1966 – ეუსებიო 9
1930 – გილერმო სტაბილე 8
1950 – ადემირი 8
2002 – რონალდუ 8
2022 – კილიან მბაპე 8
მუნდიალის ისტორიაში ტოპ-3 ბომბარდირი
1. მიროსლავ კლოზე, გერმანია 16 (24 მატჩში)
2. რონალდო, ბრაზილია 15 (19)
3. გერდ მიულერი, გერმანია 14 (13)