მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, საშუალოდ, 2.1%-ით გაიზარდა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი, საშუალოდ, 2.1%-ით გაიზარდა.
12 ოქტომბრის მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 106.9 აშშ დოლარია, რაც გუშინდელ ფასთან შედარებით 2.05%-ით მეტია.
ფასის მატება შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც.
მისმა ღირებულებამ ბოლო საათებში 2.2%-ით მოიმატა და ერთი ბარელის ფასი 93.87 აშშ დოლარს შეადგენს.