მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი - საქართველოში კვლავ ვხედავთ გაუმჯობესებას სიღარიბის შემცირებასა და ხალხის შემოსავლებში, ბევრი რამ კეთდება სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი - საქართველოში კვლავ ვხედავთ გაუმჯობესებას სიღარიბის შემცირებასა და ხალხის შემოსავლებში, ბევრი რამ კეთდება სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად

ჩვენ ვხედავთ სიღარიბის შემცირების შენელებას 2015-2019 წლებში, კოვიდპანდემიის შემდეგ სიღარიბის შემცირება კვლავ უმჯობესდება, ანგარიშში წარმოებულია ანალიზი და გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის პარტნიორებთან, მთავრობასთან, კერძო სექტორთან, აკადემიურ სფეროსთან, ანგარიშიდან გაირკვა, რომ მთავარი პრიორიტეტი არის განათლების გაუმჯობესების საჭიროება, – ამის შესახებ სამართლიანი ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების საკითხებში მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვნელმა, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის არის კიდევ ერთი პრიორიტეტი, გარემოსდაცვითი მდგრადობის გაუმჯობესება და კლიმატური ცვლილებების ადაპტაცია.

„სიღარიბის შემცირება 2015-2019 წლებში შენელდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ 2016 წელს საქონელზე ფასების ზრდა მოხდა და იყო შრომითი შემოსავლის შემცირება, მაგრამ შემდეგ, 2021 და 2022 წლებში, ჩვენ კვლავ ვხედავთ გაუმჯობესებას სიღარიბის შემცირებასა და ხალხის შემოსავლებში. არის ბევრი რამ, რაც უკვე კეთდება სიღარიბის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის საქართველოს აქვს საკმაოდ გამძლე და მყარი უსაფრთხოების ქსელები, სოციალური უსაფრთხოების ქსელები. გარდა ამისა, საჭიროა მეტი და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა“, – განაცხადა მარტინმა.