მსოფლიო ბანკი - კაცობრიობა უპრეცედენტო კრიზისის წინაშეა, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,2 პროცენტით შემცირდება
მსოფლიო ბანკი - კაცობრიობა უპრეცედენტო კრიზისის წინაშეა, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,2 პროცენტით შემცირდება

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პლანეტის მოსახლეობა ახლა ჯანდაცვისა და ეკონომიკური უპრეცედენტო კრიზისის წინაშეა. მათი პროგნოზით, გლობალურ ეკონომიკას უდიდესი შოკი ელოდება, რომელიც კაცობრიობას ბოლო 70 წელია, არ ახსოვს.

ესოშიეტიდ პრესის“ ცნობით, მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ პანდემიის შედეგად, მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება.

განახლებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,2 პროცენტით შემცირდება. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეცესიის დროიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

მსოფლიოს ბანკის პროგნოზით, მოქალაქეების შემოსავლები მკვეთრად დაიკლებს, რასაც განვითარებადი ბაზრების მქონე ქვეყნების 90 პროცენტი იგრძნობს.

თითო სულ მოსახლეზე შემოსავალი გლობალური მასშტაბით 6,2 პროცენტით შემცირდება, რაც 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ დაფიქსირებულ ვარდანაზე უარესია.

მსოფლიოს ბანკის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ წელს პლანეტაზე მცხოვრები 100 მილიონამდე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება.