მსჯავრდებულებს ციფრულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობა ექნებათ
მსჯავრდებულებს ციფრულ უნივერსიტეტში დისტანციური სწავლის შესაძლებლობა ექნებათ

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე მორგებულ ცვლილებებზე, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში ხორციელდება. ერთ-ერთი ასეთი სიახლეა ციფრული უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელდება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგადაც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დისტანციური სწავლების მეთოდით უმაღლესი განათლება – ორივე საფეხური, როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო პროგრამები – გაიარონ საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ, რომლის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, ისე განათლების უფლების სრულფასოვნად რეალიზებას.

იუსტიციის მინისტრმა კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ბიბლიოთეკებით, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება წიგნადი ფონდის განახლება.

დატოვე კომენტარი