მშვილდოსნობა | ანასტასია ბოსტოღანაშვილმა ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბათუმში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე კადეტ მშვილდოსანთა შორის ანასტასია ბოსტოღანაშვილმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა – 14 წლის ქართველმა ინდივიდუალური, გუნდური და შერეული შეჯიბრებები მოიგო.
გუნდურში ანასტასიასთან ერთად – ლიზა ლომიძე, ხოლო შერეულში თემო დავითაძე გამოდიოდა.
შეჯიბრებაში ათამდე ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენები მონაწილეობდნენ.