მშვიდობა და ბავშვების კეთილდღეობა მსოფლიოში - სანტა კლაუსის გზავნილი ლაპლანდიიდან [ვიდეო]

საშობაო მოგზაურობის დაწყებამდე, სანტა კლაუსი ლაპლანდიიდან მსოფლიოს მოსახლეობას მიმართავს. მშვიდობა და ბავშვების კეთილდღეობა მსოფლიოში – ასეთია სანტა კლაუსის მთავარი საშობაო სურვილები.

„ეს წელი იყო საკმაოდ მღელვარე. და ისე ჩანს, თითქოს ადამიანებმა უკვე დაივიწყეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, მაგალითად, მეგობრობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოში არის ბავშვების კეთილდღეობა. ბავშვების კეთილდღეობა მთელი წლის განმავლობაში ყველა ჩვენგანის მიზანი უნდა იყოს. კარგი იქნება, გვახსოვდეს, რომ მეგობრობა და საშობაო განწყობა შეგვიძლია, ვიპოვოთ ერთ ადგილას – ჩვენს გულებში. ჩვენ ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ ჩემი სურვილი ახდეს.

ჩემი უდიდესი სურვილია, რომ მთელს მსოფლიოში ადამიანებს შეეძლოთ ერთად მშვიდობიანად ცხოვრება. დროა, ვუთხრათ ყველას – შობას გილოცავთ და ბედნიერ და უკეთეს ახალ წელს გისურვებთ“, – განაცხადა სანტამ.

სანტას ტრადიციული მიმართვა ლაპლანდიის საშობაო სოფელ როვანიემიდან ყოველწლიურად, შობის წინ ვრცელდება. ყოველწლიურად სანტა ლაპლანდიაში დაახლოებით, ნახევარ მილიონ წერილს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.