მშობლებს დისტანციური სწავლების მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

11:57, 04.02.2021

საქართველოს მასშტაბით სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.

როგორც მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც სრულად აღდგება სასწავლო პროცესი.

ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება.

მსგავსი