მსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

23:11, 26.05.2022

ამერიკელი კინომსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ბიბისის“ ცნობით, ის დომინიკანას რესპუბლიკაში იმყოფებოდა და ძილში გარდაიცვალა.

როგორც ლიოტას წარმომადგენელმა განაცხადა, ლიოტა დომინიკანას რესპუბლიკაში გადაღებებზე იმყოფებოდა.

რეი ლიოტას ყველაზე ცნობილი კინოროლია 1990 წელს მარტინ სკორსეზეს კინოფილმ „დიდებულ ბიჭებში“ განსახიერებული განგსტერი ჰენრი ჰილი.

ლიოტა 1988 წელს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე.

მსგავსი