მსაჯმა, რომელმაც ლიგის ფინალი განსაჯა, პოლიციას მიმართა - ბოროტად იყენებენ ჩემს ყალბ პროფილს, სადაც ვითომ რუსეთს ვიცავ #1TVSPORT
მსაჯმა, რომელმაც ლიგის ფინალი განსაჯა, პოლიციას მიმართა - ბოროტად იყენებენ ჩემს ყალბ პროფილს, სადაც ვითომ რუსეთს ვიცავ #1TVSPORT

ცნობილი სლოვენიელი ფეხბურთის მსაჯი გააკრიტიკეს ცნობების გამო, რომელიც სინამდვილეში მას არ ეკუთვნოდა. საქმე ისაა, რომ დამირ სკომინას (2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმსაჯა) „ფეისბუქ“ გვერდზე გამოჩნდა პოსტი, სადაც მან დაგმო საფეხბურთო სამყარო რუსული კლუბებისა და ეროვნული ნაკრების მოკვეთის გამო.

„სპორტი პოლიტიკისგან დისტანცირებული უნდა იყოს“, – ეწერა ამ პოსტში. 21-ე საუკუნის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯისგან ეს სიტყვები ყველას გაუკვირდა.

„ეს არ არის ჩემი სიტყვები, რაზეც უკვე პოლიციას შევატყობინე. მე არ მაქვს სოციალური მედიის პროფილი და ცხადია, ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის მიზეზები, თუ რატომ იყენებენ ჩემს სახელს და გვარს ზოგიერთი საკუთარი იდეის პორპაგანდისთვის. ასე რომ, ამ შეტყობინებების უკან მე კი არ ვარ, არამედ ის, ვინც ბოროტად იყენებს ჩემს სახელს“, – ამბობს სკომინა.

ცნობილი სლოვენიელი არბიტრი ამბობს, რომ ამ ცრუ განცხადებების გავრცელების შემდეგ, კომფორტული ცხოვრება დაკარგა.

„უკრაინიდან ვიღებ უკმაყოფილო შეტყობინებებს. ეს ძალიან სერიოზული რამეა. შეიძლება ვინმემ, ვინც მიცნობს, იფიქროს, რომ ასე მარტივად აღვიქვამ ასეთ სერიოზული თემებს ხალხის ცხოვრებაზე, ერის ბედზე? ახლა მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ პოლიცია თავის საქმეს გააკეთებს“ – განაცხადა სკომინამ.