მრგვალ ბაღში აქცია „არ დაუბრუნო მოძალადეს ძალაუფლება“ მიმდინარეობს
არ დაუბრუნო მოძალადეს ძალაუფლება, – ამ სახელწოდებით მრგვალ ბაღში აქცია მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული საინიციატოვო ჯგუფია. აქციის მომაწილეები მოუწოდებენ ახალგაზრდებს, რომლებიც არ იყვნენ არჩევნების პირველ ტურზე, იაქტიურონ და არ დაუშვან ხელისუფლებაში მოძალადე რეჟიმის დაბრუნება. ისინი ამბობენ, რომ პარტიებმა დაკარგეს ამომრჩეველთა ნდობა, თუმცა ამის მიუხედავად, ამომრჩეველი უნდა გამოცხადდეს არჩევნებზე.
ორგანიზატორები ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნებიან და მათ მიღმა რომელიმე ძალის არსებობას გამორიცხავენ.