მპაპემ მომავალ კლუბს გაუტანა, მესიმ ლიგაზე მე-5 პენალტი გააფუჭა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
მპაპემ მომავალ კლუბს გაუტანა, მესიმ ლიგაზე მე-5 პენალტი გააფუჭა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ქარიმ ბენზემას 140 მატჩი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე და გაიმეორა რეკორდი ფრანგი ფეხბურთელებისთვის, რომელიც ტიერი ანრის ეკუთვნის.

* ბენზემამ მე-100 მატჩი ჩაატარა ლიგაზე „რეალის“ მაისურით და გაუთანაბრდა ამ მაჩვენებლით კრიშტიანო რონალდოს.

* „რეალმა“ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ორი შეხება ჰქონდა საჯარიმოში, რაც პირველად მოხდა 2014 წლის ლიგის ფინალის შემდეგ.

* კაზემირო და მენდი ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო, განმეორებით მატჩს გამოტოვებენ.

* ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 23-დან მეხუთე პენალტი ვერ გაიტანა და ტიერი ანრის ანტირეკორდი გაიმეორა.

* მესიმ პირველად ვერ გაიტანა პენალტი „რეალის“ კარში. მანამდე იყო ექვსიდან ექვსი ზუსტი 11-მეტრიანი.

* ტიბო კურტუამ ზედიზედ მესამე პენალტი მოიგერია.

* კურტუამ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 23 დარტყმიდან 22 მოიგერია.

 

პსჟ-რეალი                      1:0

გოლი: 1:0 მბაპე (90+4)

პსჟ (4-3-3): დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, კიმპემბე, ნუნუ მენდეში – დანილო (87. გეიე), პარედესი, ვერატი – მბაპე, მესი, დი მარია (73. ნეიმარი).

რეალი (4-3-3): კურტუა – დანიელ კარვახალი (72. ლუკას ვასკესი), ედერ მილიტაო, ალაბა, ბ. მენდი – კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (82. ვალვერდე) – მარკო ასენსიო (72. როდრიგო), ბენზემა (87. ბეილი), ვინისიუსი (82. აზარი).

61-ე წუთზე მესიმ (პსჟ) 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა (მეკარე)