მოზარდი ხეოფსის პირამიდაზე უკანონოდ აცოცდა, გასაოცარი კადრები (ვიდეო)
მოზარდი ხეოფსის პირამიდაზე უკანონოდ აცოცდა, გასაოცარი კადრები (ვიდეო)

„არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე… ეს ჩემთვის ნამდვილად დაუჯერებელი, აბსოლუტურად საოცარი რამ იყო“, — ასე აღწერს 18 წლის გერმანელი ანდრეი ჩიესიელსკი თავის წარმოუდგენელ, მაგრამ არალეგალურ ასვლას დღისით, გიზის დიდი პირამიდის (ხეოფსის) მწვერვალზე.

შემთხვევა 18 იანვარს მოხდა. გერმანელი ტურისტის თქმით, კაიროდან გიზისკენ ის ტაქსით გაემგზავრა. ეგვიპტის კანონის მიხედვით, ხეოფსის პირამიდაზე ასვლა 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. „ვფიქრობდი, რომ ამ ინციდენტს კიდევ უფრო დაამძიმებდა ფოტოების გადაღება“, — უთხრა გერმანელმა მოზარდმა Telegraph-ს.

GoPro კამერით შეიარაღებულმა ტურისტმა პირამიდაზე ასვლა სწრაფი ნაბიჯებით დაიყწო, რათა არავის შეემჩნია. როგორც იგი იხსენებს, ასვლის პროცესში, დაბლიდან პოლიციელი არაბულად უყვიროდა, რომ დაბლა ჩამოსულიყო, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

პირამიდის მწვერვალს ახალგაზრდამ 8 წუთში მიაღწია და სურათების გადაღება დაიწყო. საკუთარ ბლოგზე ატვირთული ფოტოებზე ასახულია მიმდებარე პირამიდებისა და სხვა ნაგებობების მომაჯადოებელი ხედები. „ჩემ წინ საოცარი, განსაცვიფრებელი ხედი გადაიშალა“, ამბობს ანდრეი. მიწაზე ჩამოსვლას ტურისტმა 20 წუთი მოანდომა, სადაც მას უკვე ელოდა პოლიცია.

„თავდაპირველად, მათ ჩემი წაყვანა გერმანიის საელჩოში სურდათ, თუმცა მოულოდნელად, მათ მე ერთი პირობით გამათავისუფლეს“, — ამბობს ანდრეი. პირობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მოზარდს კამერაში პირამიდიდან გადაღებული ყველა ფოტო წაუშალეს. მაგრამ პოლიციას არც უფიქრია, რომ ანდრეის ჰქონდა კომპიუტერული პროგრამა, რომლის საშუალებითაც შემდეგ ყველა წაშლილი ფაილი აღადგინა.

„ზოგიერთი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ეს სულ არ მადარდებს, არაფერი დამინგრევია და არავინ დამიზიანებია“, – ამბობს გერმანელი ტურისტი.

წყარო: usatoday