მოყვარულთა თასი იწყება - ევროსარბიელზე მეტოქეები ცნობილია
მოყვარულთა თასი იწყება - ევროსარბიელზე მეტოქეები ცნობილია

მოყვარულთა თასის ახალი გათამაშება იწყება. ტურნირის ორგანიზატორები არიან სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდია.

შესარჩევი ეტაპი ყველა მსურველ მუნიციპალიტეტში გაიმართება. შემდეგ იქნება რეგიონული ლიგების ეტაპი საქართველოს ყველა რეგიონში და 32 საუკეთესო გუნდი ერთმანეთს ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდება.

მოყვარულთა თასის 2019 წლის გამარჯვებული გუნდი კი „უეფას“ რეგიონთა თასის ახალ გათამაშებაში ჩაერთვება. საქართველოს ჩემპიონი წინასწარი რაუნდის „ა“ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ესტონეთის, აზერბაიჯანისა და შვედეთის მოყვარულთა ლიგების გამარჯვებულები იქნებიან. წინასწარი რაუნდის მატჩები 21-27 ივლისს გაიმართება და მას შვედეთი უმასპინძლებს.