„მოვლენები, შესაძლებლობები და დაბრკოლებები ქართულ-ევროპულ გზაზე“ - დისკუსია მომავალ კვირას ევროპარლამენტში გაიმართება
„მოვლენები, შესაძლებლობები და დაბრკოლებები ქართულ-ევროპულ გზაზე“ - დისკუსია მომავალ კვირას ევროპარლამენტში გაიმართება

„მოვლენები, შესაძლებლობები და დაბრკოლებები ქართულ-ევროპულ გზაზე, რა არის შემდეგი”- დისკუსია მომავალ კვირას ევროპარლამენტში გაიმართება.

„ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” ევროპარლამენტში, საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის მხარდაჭერით, პოლიტიკურ დისკუსიას 9 ივლისს გამართავს.

დისკუსია შედგება შემდეგ საკითხებზე: რა შეიძლება იყოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მომდევნო სიმბოლური ეტაპი. როგორ გამოვიყენოთ ინსტიტუციური ჩართულობის შესაძლებლობები საქართველოს ევროპეიზაციის პროცესის მხარდასაჭერად. როგორ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაციის შესაძლო გზამკვლევი და რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი ამ პროცესში.

მისასალმებელი სიტყვით გამოვა „ევროპული ალიანსის“ თანადამფუძნებელი თეონა ლავრელაშვილი.

დისკუსიის მონაწილეებს მიმართავენ კატარინა მატერნოვა, გენერალური დირექტორის მოადგილე DG NEAR და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მიხაელ გალერი, ევროპარლამენტარი, საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, დირკ შუბელი, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის სამმართველოს უფროსი, სტივენ ბლოკმანსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, CEPS, ჯერზი პომიანოვსკი, აღმასრულებელი დირექტორი, ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის, EED.

„ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის წარმოჩენას, ქართული და ევროპული მთავრობების, ინსტიტუტების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესის დაახლოების ხელშეწყობას, საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერასა და ინიცირებას, და საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას.