მოურინიოს „ტოტენჰემიდან“ დაითხოვენ, თუ გუნდი პრემიერლიგის ტოპ4-ში ვერ მოხვდება #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს პოსტიდან დაითხოვენ, თუ გუნდი მისი ხელმძღვანელობით ვერ შეძლებს პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში პირველ ოთხეულში მოხვედრას, – წერს ბრიტანული პრესა.
ხუთშაბათს, „ტოტენჰემი“ ევროპის ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა, როცა პირველი მატჩის 2:0 მოგების შემდეგ, სტუმრად 0:3 დამარცხდა ზაგრების „დინამოსთან“. შესაბამისად, ლონდონელებმა დაკარგეს ამ ტურნირიდან მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ მოხვედრის შანსი. ახლა, ამ ტურნირის საგზურის მოპოვების ბოლო შესაძლებლობაა – პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა. ამ მომენტისთვის, მოურინიოს გუნდი მერვე ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგის ზონას ექვსი ქულით ჩამორჩება.