მოურინიომ „პარი სენ-ჟერმენში“ შეიძლება ტუხელი შეცვალოს
მოურინიომ „პარი სენ-ჟერმენში“ შეიძლება ტუხელი შეცვალოს

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ, შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაიბაროს მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის განთავისუფლების შემთხვევაში. ამის შესახებ გაზეთმა „ეკიპმა“ (L’Equipe) დაწერა.

წყაროს ცნობით, ტუხელი წნეხის ქვეშ იმყოფება ახალ სეზონში არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ. პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში სტუმრად წააგეს „რენთან“ – 1:2.

ჟოზე მოურინიო უმუშევარია 2018 წლის 18 დეკემბრიდან, როცა ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს. ტუხელის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.