მოურინიო ტელევიზიაში ექსპერტად იმუშავებს
მოურინიო ტელევიზიაში ექსპერტად იმუშავებს

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ტელეარხ „სქაი სპორტსის“ (Sky Sports) ექსპერტი გახდა – ის პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის მატჩების მიმომხილველად იმუშავებს. 56 წლის მოურინიოს პირველი ეთერი 11 აგვისტოს შედგება, როცა „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ჩელსის“ მიიღებს.

პრემიერლიგა – ეს განსაკუთრებული ტურნირია ჩემთვის. მისი მოგება რთულია, მატჩებს კი თვალს ვერ მოაცილებ. ვიქნები პრემიერლიგის ნაწილი ტელეარხებთან ერთად, სანამ დავბრუნდები სამწვრთნელო სამუშაოზე“, – თქვა მოურინიომ.

მოურინიო გასული წლის დეკემბრიდან არის უმუშევარი, მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა.