მოურინიო პრემიერლიგის კლუბის მთავარ მწვრთნელობაზე ფავორიტი გახდა #1TVSPORT

18:05, 09.01.2025

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ფავორიტია „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, – იტყობინება გაზეთი Liverpool Echo.

ლივერპულური კლუბის ხელმძღვანელობაში უკმაყოფილონი არიან ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის შონ დაიჩის მუშაობით და მის შემცვლელად მოურინიოში საუკეთესო კანდიდატს ხედავენ.

ამ მომენტისთვის 61 წლის პორტუგალიელი „ფენერბახჩეს“ უდგას სათავეში, რომელიც თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილზეა.

„ევერტონი“ პრემიერლიგის ცხრილში მე-16 პოზიციაზეა.

მსგავსი