მოურინიო მომდევნო სეზონში დაბრუნებას აპირებს
მოურინიო მომდევნო სეზონში დაბრუნებას აპირებს

ოთხი თვე გავიდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიოს დათხოვნის შემდეგ, პორტუგალიელისთვის კი ჯერ შესაფერისი წინადადებით არავის მიუმართავს.

გაზეთ „მარკასთვის“ (Marca) მიცემულ ინტერვიუში მოურინიომ გამოთქვა სურვილი – 2019-20 წლების სეზონიდან გააგრძელოს კარიერა.

„არ განვიცდი იმას, რომ დღეს არ ვმუშაობ. გამიჩნდა დრო ბევრ სხვა რამეზე ვიფიქრო. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, შემდეგ სეზონში მწვრთნელობის გაგრძელებას ვისურვებდი.

გადავწყვიტე, ამ სეზონის ბოლომდე პაუზა ამეღო. გარდა ამისა, სამუშაოს დავუბრუნდები მხოლოდ იმ კლუბში და იმ ჩემპიონატში, სადაც მოტივაციას ვიგრძნობ“, – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მოურინიომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ორწელიწადნახევარი გაატარა და სამი ტიტული მოიგო – ინგლისის სუპერთასი, ინგლისის ლიგის თასი და ევროპის ლიგა.