მოურინიო - იბრაჰიმოვიჩის აყვანას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ კეინი გვყავს
მოურინიო - იბრაჰიმოვიჩის აყვანას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ კეინი გვყავს

„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ გუნდში იბრაჰიმოვიჩი არ სჭირდება, რადგან უკვე ჰყავს „ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელი“, სახელად ჰარი კეინი. შვედ ფორვარდს პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მილანის „ინტერსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ უთამაშია და ახლა, „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ გატარებული ორი წლის შემდეგ, კვლავ მზად არის ევროპაში დასაბრუნებლად.

მოურინიო აცხადებს, რომ იბრაჰიმოვიჩთან უბრალო კონტაქტზე მეტი აკავშირებს, თუმცა მისი „ტოტენჰემში“ გადასვლა არ იგეგმება.

„არაჩვეულებრივი ბიჭი და მოთამაშეა, მაგრამ მისი გადმოყვანის შანსი არ არის“, – ამბობს პორტუგალიელი.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიო გასულ კვირას დანიშნეს, როდესაც გუნდიდან არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო იქნა გაშვებული. პორტუგალიელი 11 თვის განმავლობაში იყო უმუშევარი და ლონდონურ გუნდამდე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ავარჯიშებდა.

რაც შეეხება ჰარი კეინს, მას „ტოტენჰემის“ მაისურით 269 მატჩი აქვს ჩატარებული და 175 გოლი გატანილი. ამ მაჩვენებლით მან ლონდონური გუნდის ლეგენდარულ ფეხბურთელ მარტინ ჩივერსს გადაასწრო და ახლა „ტოტენჰემის“ ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებს შორის მესამე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი