„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებს გაუმხილა, როდის შეიძლება ლონდონური გუნდის რიგებში შედგეს გარეტ ბეილის დებიუტი.
პორტუგალიელ სპეციალისტს სჯერა, რომ უელსელი მწყობრში ჩადგება ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ.
„გარეტი ძალიან მონდომებით მუშაობს, ძალიან კონცენტრირებულია, ძალიან პროფესიონალია და ძალიან ბედნიერი. მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის მზად ამ უქმეებზე სათამაშოდ.
ვფიქრობ, სანაკრებო ორკვირიანი პაუზა უმნიშვნელოვანესი იქნება მისი აღდგენის დასკვნით ფაზაში. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ბეილი სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდება მოედანს“, – თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ ბეილი გამოტოვებს უელსის ნაკრების უახლოეს მატჩებს ერთა ლიგის გათამაშებაში.
შეგახსენებთ, რომ გარეტ ბეილი „რეალიდან“ „ტოტენჰემში“ ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა.