მოტოშოუ და ექსტრემალური სანახაობა - „სპიდველსის თასი“ სამ კატეგორიაში გაიმართა #1TVSPORT
მოტოშოუ და ექსტრემალური სანახაობა - „სპიდველსის თასი“ სამ კატეგორიაში გაიმართა #1TVSPORT

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიმდებარედ მოტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ექსტრემალური დისციპლინის, ენდუროს ტიპის შეჯიბრი „სპიდველსის თასი“ გაიმართა.

ტურნირში მონაწილეობა პროფესიონალებმა, მოყვარულებმა და ბავშვებმა მიიღეს. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულებს სპეციალურად შექმნილი თასები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. პროფესიონალეს შორის პირველ ადგილზე გიორგი გახელაძე გავიდა.

სპიდველსის თასი“ საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისი მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

გამარჯვებულები

ბავშვები: I – თორნიკე თეზელაშვილი, II – ანდრია ქსოვრელი, III – ლუკა სემენიხინი

მოყვარულები: I – გიგი გილაური, II – ლუკა გახელაძე, III – ლაშა იანთბელიძე

პროფესიონალები: I – გიორგი გახელაძე, II – კონსტანტინე ლობჟანიძე, III – გიორგი ოთიაშვილი