ესპანეთის რალიზე მოტომრბოლი დაიღუპა

10:38, 08.03.2020

ესპანეთის სამდღიან რალიზე ტრაგიკული ინციდენტი მოხდა. შეჯიბრის მესამე ეტაპი სტარტიდან რამდენიმე წუთში გააუქმეს. მიზეზი გახდა 42 წლის ესპანელი მოტომრბოლის ალბერტო მარტინესის დაღუპვა. როგორც რალი-რეიდის ოფიციალური ვებგვერდი წერს, მარტინესი მანქანას შეეჯახა.

ეს მესამე ტრაგიკული შემთხვევაა 2020 წელს. იანვარში „დაკარის“ რალი-რეიდის მეშვიდე ეტაპზე 40 წლის პორტუგალიელი მოტომრბოლი პაულო გონსალვეში დაიღუპა. ამავე „დაკარის” მე-11 ეტაპზე მძიმე ავარიაში მოხვდა ედვინ სტრავერი, რომელიც ორ კვირაში გარდაიცვალა.

მსგავსი