მოტოგრანპრიში ყატარის ეტაპი გაუქმდა
მოტოგრანპრიში ყატარის ეტაპი გაუქმდა

მოტოციკლებში ყველაზე პრესტიჟული სერიის – მოტოგრანპრის 2020 წლის სეზონის პირველი ეტაპი გაუქმდა. 8 მარტს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაგეგმილი რბოლა კორონავირუსის გამო აღარ გაიმართება.

„იმის გამო, რომ ყატარმა იტალიის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები დააწესა, მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპი დოჰაში აღარ გაიმართება. ყველა მგზავრი, რომელიც დოჰაში იტალიიდან პირდაპირი რეისით ჩამოდის ან ის მოქალაქეები, რომლებიც იტალიაში იმყოფებოდნენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კარანტინში მოთავსდებიან მინიმუმ 14 დღის განმავლობაში“, – წერს მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური.