მოტოგრანპრის სტარტი მაისისთვის გადაიდო
მოტოგრანპრის სტარტი მაისისთვის გადაიდო

ყველაზე პრესტიჟული მოტოსერიის – მოტოგრანპრის ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისისთვის გადაიტანონ 2020 წლის ჩემპიონატის სტარტი.

პირველი ეტაპი 3 მაისს, ესპანეთში ჩატარდება. რბოლები აშშ-სა და არგენტინაში კალენდრის ბოლოში გადაიტანეს, – წერს სერიის ოფიციალური ვებგვერდი.

ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი – კონორავირუსის ეპიდემიაა.