მოთამაშეთა განვითარების ლიგა - საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პროექტი
მოთამაშეთა განვითარების ლიგა - საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პროექტი

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ახალ პროექტს იწყებს. 17 აგვისტოს ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება მოთამაშეთა განვითარების ლიგის მატჩები. ახალი პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წელს პირველად ჩატარდება და ტრადიციულ სახეს მიიღებს.

მოთამაშეთა შერჩევა ონლაინ პლატფორმის საშუალებით მოხდა. მთლიანობაში სულ აირჩიეს 165 ადამიანი. თითოეული გუნდი 15 მოთამაშით დაკომპლექტდა.

პროექტი საშუალებას აძლევს მოთამაშეებსა და მწვრთნელებს თავი წარადგინონ კლუბების წინაშე და მათთან ითანამშრომლონ.

დატოვე კომენტარი