მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის 30-მდე ქალაქში ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში გაიმართა
მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის 30-მდე ქალაქში ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში გაიმართა

მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის კიდევ 30-მდე ქალაქში ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში გაიმართა.

მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ალექსეი ნავალნიმ, ქსენია სობჩაკმა, იალია იაშინმა და გრიგორი იავლინსკიმ.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის ხელისუფლებისგან ოპოზიციონერის მკვლელობის დამკვეთის გამოვლენა და დასჯას მოითხოვეს.

დემონსტრანტებმა მოსკვორეცკის ხიდზე, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილი ყვავილებით შეამკეს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, მოსკოვში გამართულ მსვლელობაში 4,5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწლეობა.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვში, კრემლის წინ მდებარე ხიდზე მოკლეს. მას ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი დააკავეს. მიმდინარე წლის ივლისში სასამართლომ ხუთივე მათგანი დამნაშავედ ცნო და მათ 11-დან 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.