მოსკოვში სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მოსკოვში სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მოსკოვის ცენტრში სამართლიანი და კონკურენტული ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციაში ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აქციის მონაწილეები მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ცესკომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური კანდიდატების მიერ შეგროვებული ხელმოწერები არ მიიღო და მათ რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. დემონსტრაციაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ლუბოვ სობოლი და იალია იაშინი მონაწილეობდნენ.

​როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა ქალაქის საარჩევნო კომისიის შენობასთან კარვების გაშლა სცადა. რუსული მედიის ცნობით, პოლიციამ 38 ადამიანი დააკავა.

რუსეთში ადგილობრივი არჩევნები 8 სექტემბერს არის დაგეგმილი.